2017 წლის 2 მაისს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia“-მ რესტორან „FLOOR”-ში დაარსებიდან ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით წვეულება გამართა. წვეულებაზე მოწვეული იყვნენ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს/პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები: არჩილ თალაკვაძე, ელენე ხოშტარია, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე, ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორი. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, სხვა სტუმრებთან ერთად ხელი მოაწერეს და შეუერთდნენ „HUB Georgia“-ს დეკლარაციას, შემდეგი შინაარსით: „ ჩვენ, ხელმომწერნი, ვაცნობიერებთ რა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყნის რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების სტრატეგიულ მნიშვნელობას, ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ევროპული სტანდარტებით საქართველოს სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მულტიმოდალური განვითარება და მიზანი - საქართველო გახდეს რეგიონალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, შენარჩუნდეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისაგან დამოუკიდებლად“.