2016 წლის 5 ივლისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში შედგა ტრანსპორტის საკითზებზე მომუშავე პლატფორმის „HUB Georgia”-ს პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე განიხილეს ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ასევე საუბარი იყო ორგანიზაციის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ტრანსპორტის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები. პრეზენტაცია გამართეს „HUB Georgia”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ, გამგეობის წევრებმა გიორგი კოდუამ და ლაშა ფარულავამ.