2017 წლის 17 იანვარს სასტუმრო „Mercure“-ში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia“-ს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, „გამოწვევები საქართველოს რკინიგზაში“. კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს რკინიგზაში არსებული პრობლემები და გამოწვევები. ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: კონკურენტუნარიანობა და თავისუფალი ბიზნეს გარემო საქართველოს რკინიგზაში; ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად რკინიგზის სექტორში არსებული გამოწვევები; საქართველოს რკინიგზაში არსებული პრობლებემი: პროფესიონალი კადრების შერჩევა, თუ ნეპოტიზმი? საქართველოს რკინიგზაში შრომისა და გადაზიდვების უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები; საქართველოს რკინიგზის როლი და ადგილი ქვეყნის სატრანზიტო პოტენცილის განვითარებაში და სხვ. კონფერენციას ესწრებოდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.