HUB 4 

         არასამთავრობო ორგანიზაცია HUB – Georgia  უკვე  მეხუთე წელია - ფუნქციონირებს, საქმიანობის საწყის ეტაპზე,  ორგანიზაციის ძირითადად მიმართულებას სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა, ანალიზი და ადვოკატირება წარმოადგენდა.

 

         განვლილი პერიოდის გამოცდილებამ დაგვანახა არასამთავრობო ორგანიზაცია HUB – Georgia-ს სამოქმედო არეალის გაფართოების მიზანშეწონილობა,  კერძოდ - იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ტვირთების შეკრება - განაწილების,  ასევე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებით აქტივობების  ეპიცენტრად, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ - „ჰაბად“, აუცილებელია ფოკუსირება არა მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემატიკაზე - არამედ, მომიჯნავე ეკონომიკურ დარგებზე.

           სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში - ეკონომიკის, ტურიზმის  და სოფლის მეურნეობის  განვითარებას   -  სრულყოფილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება უსწრებს, მარტივად რომ ვთქვათ ფუნქციონირებადი, გამართული  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს „ბაზისს“, ე.წ. ხერხემალს  სხვა მომიჯნავე მიმართულებების განსავითარებლად, მხოლოდ ასეთ ვითარებაშია შესაძლებელი საქართველოში ჩაისახოს - სხვადასხვა, მათ შორის - ეკონომიკური, საფინანსო, საგანმანათლებო, ტურისტული თუ აგრარული ჰაბების ერთობლიობა.

            ასეთ დინამიურ პროცესში გასათვალისწინებელია კონკურენციის და დროითი ფაქტორის შეგრძნების მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია მეზობელ ქვეყნებში -  აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში  ახალი სატრანსპორტო სიმძლავრეების და სატერმინალო ქსელების მშენებლობის დინამიური პროცესი, რაც  გვაფიქრებინებს, რომ საქართველომ  დროითი ფაქტორის შეგრძნების  და გაჭიანურებული სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობს ფონზე შესაძლებელია დაკარგოს, ან  არსებობს ყველა წინაპირობა, რომ საქართველო ნელ - ნელა

SURATI

კარგავს რეგიონალური ჰაბის ფუნქციის შეძენის შესაძლებლობას.  ამ საკვანძო პროცესებში, კოორდინაციის და სინქრონიზაციის მისაღწევად სახელმწიფო ინსტიტუტებს ენიჭება უდიდესი  მნიშვნელობა. ამ გადმოსახედიდან, მნიშვნელოვნად იზრდება და  მოთხოვნადი ხდება HUB – Georgia-ს როლი და დანიშნულება  -  სატრანსპორტო და არა მხოლოდ სატრანსპორტო პროექტების მიზანშეწონილობის, ბაზრის კვლევების, ანალიზის და სხვადასხვა  მიმართულებებით,   აღმოუჩინოს სახელმწიფოს მრავალმხრივი  საკონსალტინგო მხარდაჭერა.

 

       ორგანიზაცია, სექტორული მიმართულებებით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული პერსონალით, რომლებსაც გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, გააჩნიათ სათანადო სამეცნიერო ცენზი  და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროებში მოღვაწეობის გამოცდილება. 

5 კომფერებციის სურათი 3

     HUB – Georgia ს გააჩნია  პერიოდული გამოცემა, რომელშიც თავმოყრილია, როგორც ეკონომიკური დარგების ხელმძღვანელი პირების ინტერვიუები, ასევე ვრცელი ანალიტიკური მასალები.

  

          HUB - Georgia მუდმივად მონაწილეობს - ადგილობრივ და  საერთაშორისო კონფერენციებზე.  იმისათვის, რომ თვალნათელი იყოს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულება, თემატიკის რამდენიმე დასახელებას გამოვყოფდი - „საქართველო სატრანსპორტო სისტემა თანამედროვე ეტაპზე“,  “განიცდის თუ არა საქართველოს სატრანსპორტო სექტორი რუსეთის ექსპანსიას“, „საქართველო - 2020 წელის ეკონომიკური კრიზისის პირობებში“, „ანაკლიის ნავსადგური - კონკურენტები, პერსპექტივები“, „სატრანსპორტო დარგის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ (საქართველოს პარლამენტში მოხდა პრეზენტაცია), „საქართველოს ნავსადურებში საკონტეინერო ტვირთები და ანაკლიის ნავსადგურის პერსპექტივები“, „კონკურენტი დერეფნები და სატრანსპორტო ტვირთნაკადები“, „ხორბლის გადაზიდვების ლოგისტიკა“, „რატომ არის საქართველოს რკინიგზა წამგებიანი“ და სხვა.

            ორგანიზაციას გააჩნია მუდმივად განახლებადი ვებ და ფეისბუქ გვერდები. HUB-georgia.ge ზე  ქვეყნდება  ორგანიზაციის  ექსპერტების ანალიტიკური ინფორმაცია. ინფოგრაფიკის ველში განთავსებულია სტატისტიკური ინფორმაცია, რომლითაც მუდმივად სარგებლობენ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები.

                 მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით - პანდემიის პირობებში, ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადდა კომპლექსური კველევა -  „საქართველო - 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის პირობებში“.

HUB 3

           ბუნებრივია, HUB – Georgia-ს თავის საქმიანობაში გააჩნია კონკრეტული მიმართულებები, რომლითაც ორგანიზაციას უკავია სათანადო „ნიშა“.  პირველ რიგში, ორგანიზაცია ფოკუსირებულია  სახელმწიფო და მსხვილი ორგანიზაციების დაკვეთებზე.

           რამოდენიმე მიმართულებაა გამოსაყოფი -  საპროექტო - საკვლევაძიებო სამუშაოები, კომპლექსური სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტა, საგანმანათლებო პროგრამები, კონსალტინგი, სამეცნიერო - კვლევითი მიმართულება, ანალიტიკა, პროგნოზირება და მოდელირება.